"ჰეზბოლას" მუქარა
ლიბანში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იმუქრება, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა, უპასუხოდ და დასჯის გარეშე არ დარჩება. „წინააღმდეგობის მოძრაობას თითი ჩახმახზე უდევს“, - აცხადებენ „ჰეზბოლაში“. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან „ჰამასის“ ლიდერი, და კიდევ ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი. თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებენ.