შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, მლეთა-გუდაურისა და გუდაური–კობის მონაკვეთებზე განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.