საახალწლო ღონისძიებები საჩხერეში
საახალწლო ღონისძიებები გაიმართა საჩხერეშიც. დასახელდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანაშრომლები. ისინი მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები იყო დაგეგმილი. მათ შორის მოწყობილი იყო საბავშვო სივრცე. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ტრადიციულად ახალი წლის დღეების აღნიშვნა კონცერტით დასრულდა. დღეს ღონისძიებები ახალციხეში, გარდაბანში, ყაზბეგში, ხულოსა და წყალტუბოში გაიმართება.