„ცეკვავენ ვარსკვლავები“
31 დეკემბრის კულმინაცია „იმედის“ ეთერში უკვე ტრადიციულად „ცეკვავენ ვარსკვლავებია“. საახალწლო ეპიზოდში ერთმანეთს 5 ვარსკვლავური წყვილი შეეჯიბრა. მათ პირველად მოუხდათ, ერთის ნაცვლად, 2 ცეკვის მომზადება, რამაც, ცხადია, კონკურსანტების დავალება გაართულა. პროექტი მარიამ ჩიტაძემ და რატი გაჩეჩილაძემ დატოვეს. მომდევნო ეპიზოდი კი ნახევარფინალია, რომელიც მაყურებელს კვირას, 7 იანვარს, „იმედის“ საშობაო ეთერში 22:00 საათიდან ელის.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
