მასშტაბური თავდასხმა უკრაინაზე
ახალი წლის დადგომასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე იერიშების ინტენსივობა გაზარდა. კიევი უკვე მეორე დღეა რუსეთის სამიზნეა. იბომბება ხარკოვიც. აფეთქებების ხმა ისმის ზაპოროჟიესა და მიკოლაევში. მასშტაბური თავდასხმის გამო, უკრაინაში, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინამ ბოლო რამდენიმე საათში რუსეთის 70-ზე მეტი რაკეტა გაანადგურა. პარალელურად, ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, დააჩქარონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
