სიახლეები ჯანდაცვის სექტორში
ჯანდაცვის სამინისტრო ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. პირველი იანვრიდან სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის რეფორმა ფართოვდება. ახალი რეგულაციით ხელფასების ზრდა კიდევ 6 ათასამდე ადამიანს შეეხება. ცვლილებები შეეხო სხვა დარგებსაც. მათ შორის, განახლებული სტანდარტები ამოქმედდა ქიმიოთერაპიისა და სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებლებისთვის.
