ზამთრის საბურავები სავალდებულო ხდება
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. გარდა ამისა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს საბურავებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების მოთხოვნა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
