გურიის სახელმწიფო რწმუნებულის საახალწლო მილოცვა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ დამდეგი ახალი წელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ანასეულის ხანდაზმულთა სახლის 21 ბენეფიციარს მიულოცა. რწმუნებული ასევე შეხვდა ჩოხატაურში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ნუნუ ანდღულაძეს და ლანჩხუთში 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზარალებულ კირცხალიების ოჯახს, რომლებმაც ახალი სახლი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოყოფილი კომპენსაციით შეიძინეს.
