საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში
ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დილიდან დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. საბავშვო გასართობი აქტივობებით და კონცერტით. ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დასრულდება საახალწლო გალაკონცერტით, სადაც როგორც ადგილობრივი ასევე მიწვეული ქართული ესტრადის ვარსკვლავები იმღერებენ.
