საახალწლო სამზადისი თბილისში
2024 წელს თბილისი, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტით შეხვდება. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარდგებიან. შესრულდება ყველასათვის კარგად ნაცნობი ჰიტები. მანამდე, დედაქალაქის საახალწლო სოფელში, სადღესასწაულო განწყობაა. დილიდან მიმდინარეობს გასართობი ღონისძიებები.
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
