ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა - შეფასებები
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ივანიშვილის მხრიდან ეს გადაწყვეტილება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულის კიდევ ერთი დადასტურებაა.