ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „შაბათის ქრონიკაში“, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის დღეიდან პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ფასდაუდებელია მისი უშუალო ჩართულობა ამ კონსულტაციებში როდესაც ქვეყანა დგას რთული გამოწვევების წინაშე.