მზადება საახალწლო გალაკონცერტისთვის
2024 წელს თბილისი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტით შეხვდება. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, 12 საათიდან წარდგება. შესრულდება ყველასათვის კარგად ნაცნობი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები და სხვადასხვა უცხოური ჰიტები. პროგრამა ჯამში 31 მუსიკალურ ნომერს მოიცავს და მასში 200-ზე მეტი შემსრულებელი მონაწილეობს.
