ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა. „7 თებერვალს დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა, რომლის კანდიდატურა პარტიამ „იენი აზერბაიჯანმა“ წარადგინა“,- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების განკარგულებას ხელი ალიევმა 7 დეკემბერს მოაწერა.
