ოკუპანტების იერიში
რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 2 არასრულწლოვანი და 1 ბრიტანელი ჟურნალისტია. ოკუპანტთა სამიზნე ქალაქის ცენტრალური რაიონები გახდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხერსონსა და მიკოლაევზეც.
