ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. წლის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გავიგეთ. ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. მან თავად ისაუბრა და განმარტა, რატომ და რა მიზეზით მიიღო, როგორც თავად შეაფასა, პოლიტიკაში დაბრუნების არც თუ ისე სასიამოვნო გადაწყვეტილება. ყოველი შემთხვევისთვის, პოლიტიკაში შემობრუნება გუნდის გაძლიერებას არ ემსახურება, რადგან გუნდი ამას არ საჭიროებს, სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის პრაქტიკულად არარსებობის პირობებში, სხვა გამოწვევები უდგას. ამას ემატება გლობალური ფონი, მთავარი საგარეო მისია - ევროკავშირში გაწევრიანება და ქვეყნის სუვერენიტეტის სრულად აღდგენა-გამტკიცება
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
