ბავშვთა ფეხბურთის ფესტივალი
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ოლიმპიურ სასახლეში ბავშვთა მასობრივი ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, იოსებ ბაღათურია დაესწრო. ფესტივალი „ფეხბურთი ყველას“ ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებს ასამდე მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვი 11-დან 14-წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები სხვადასხვა რეგიონიდან
