„ქართული ოცნების“ ყრილობა
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. „ქართული ოცნების" ყრილობამ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია. შესაბამისად, მმართველი პარტიის დამფუძნებელი პოლიტიკაში დაბრუნდა. ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მისი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეს. ყრილობის დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა სადაც დღის წესრიგში, შესაბამისი ცვლილებები მიიღეს
