საახალწლო ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის
სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ბრიგადის საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო ანთების ღონისძიება და გალა-კონცერტი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა იზრუნეს