რუსთავი ახალი წლის დადგომას გალა-კონცერტით შეხვდება
31 დეკემბერის ღამეს, რუსთავი ახალი წლის დადგომას გრანდიოზული გალა-კონცერტით შეხვდება. დღესასწაულის მთავარი სცენა უკვე მოწყობილია რუსთავის მთავარ მოედანზე, სადაც ახალი წლის ღამეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, ჯგუფი ,,რეგიონი“, ანსამბლი ,,ერისიონი“, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და სხვა ცნობილი მუსიკოსები მიულოცავენ რუსთაველებს 2024 წლის დადგომას. რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, 31-ტ დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, საახალწლო კონცერტის დასრულებამდე, შიდა საქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება