სპეცოპერაცია თურქეთის ცხრა პროვინციაში
თურქეთი 32 ტერორისტის დაკავების შესახებ იუწყება, რომლებიც ოფიციალური ანკარას მტკიცებით სინაგოგებსა და ეკლესიებზე თავდასხმას გეგმავდნენ. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დაკავებულთაგან სამი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების მიხედვით, ისინი ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას აპირებდნენ სინაგოგებზე, ეკლესიებზე, ასევე თურქეთში ერაყის საელჩოზეც