„მესამე ძალის“ შექმნის მცდელობა
ოპოზიცია წინასაარჩევნოდ გადაჯგუფებას ცდილობს, თან ისე, რომ ბარიერი გადალახოს. თუმცა ჯერ პარტნიორებს ვერ პოულობენ. ოპოზიციურ ველზე „ლელო“ კონსულტაციებს ადასტურებს, რითაც ადასტურებს ვერსიას, რომელზეც სახელისუფლებო პარტია, უკვე დიდი ხანია საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ნგრევა, „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ ხმები მესამე ძალაზე გადანაწილდეს, რაც ამავე ძალას ბარიერის გადალახვაში დაეხმარება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა უშედეგო იქნება და მათ გამარჯვების შანსი ნული აქვთ
