საახალწლო ღონისძიებები
წალკის მუნიციპალიტეტში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება, დილიდან მიმდინარეობს. არისტოტელეს ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიხსნა საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სადღესასწაულო მარში გაიმართება. 17:00 საათიდან ჩატარდება კონცერტი რომელშიც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, ანსამბლი „შვიდკაცა“ და ბენდი „გუფი ლენდი“ მიიღებენ მონაწილეობას. საახალწლო ღონისძიება კი, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება