ზელენსკი-ორბანის შეხვედრის სამზადისი
უკრაინასა და უნგრეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორი ქვეყნის ლიდერების სამიტი იგეგმება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის თქმით, იგი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება. ლიდერთა სამიტის ორგანიზების შემთხვევაში, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია იქნება. უნგრეთის პრემიერ მინისტრი ეწინააღმდეგება კიევთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ვიქტორ ორბანმა ასევე დაბლოკა ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დასახმარებლად 50 მილიონი ევროს გამოყოფის პროცესი
