სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით დაახლოებით 300 კერძო და მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. გუშინ ძლიერმა ქარმა, კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. განსაკუთრებით რთული ვითარება თელავში, გურჯაანსა და ახმეტაშია
