მუსიკალური ინდუსტრიის გიგანტი Live Nation საქართველოს ბაზარზე შემოდის
2023 წელს „ბლექ სი არენასთან“ წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ლაივნეიშენი საქართველოს ბაზარზე შემოდის. გასართობი ინდუსტრიის ლიდერ კომპანიასთან თანამშრომლობა, ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე სტანდარტების ღონისძიებებს გაუწიოს ორგანიზება და ხელმისაწვდომი გახადოს ცნობილი არტისტების საქართველოში ჩამოსვლა. მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვენა საქართველოში სტარინგ ჯორჯიას ფარგლებში ხდება. სტარინგ ჯორჯია პრემიერ მინისტრის ინიცირებული ორწლიანი კამოპანიაა, რომელიც ბლექს სი არენას გუნდთან ერთად ხორციელდება
