ექსპერტიზის დასკვნა
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზა დასრულდა. დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი, პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია იყო. წყალდიდობის შედეგად, ფილამ ვეღარ გაუძლო დაწოლას. რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში. ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილია პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს
