თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები
პროკურატურამ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ცხრა პირს ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც ბრალდებულებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების წარმომადგენლებს, ანიჭებდა უფლებას ნებისმიერი სახით განეკარგათ თბილისსა და ბათუმში მდებარე, ირანის მოქალაქეების კუთვნილი უძრავი ქონება. ექვს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა, საიდანაც ხუთი პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხოლო სამი ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო
