ხვიჩა კვარაცხელია - წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2023 წელი შეაჯამა სადაც სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინა. წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, 2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, კვარტალის მოთამაშე ნათია დანელია გახდა, ხოლო ახალგაზრდა მოთამაშედ ტორინოს ფეხბურთელი საბა საზონოვი აღიარეს. რჩეულების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელებმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს
