სტიქია კალიფორნიაში
წყნარი ოკეანიდან წამოსულმა შტორმმა, კალიფორნიაში გიგანტური ტალღები და წყალდიდობა გამოიწვია. წყალმა სანაპირო დამბები გაარღვია და მანქანები გაიტაცა. 8 ადამიანი სხვადასხვა ტრავმებით კლინიკებში მოათავსეს. სანაპირო ზოლის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის, სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. მეტეოროლოგები ვითარების გაუარესებას პროგნოზირებენ
