ნიუ იორკ ტაიმსი მაიკრსოფტს უჩივის
გამოცემა ნიუ იორკ ტაიმსი კომპანია „ოპენ აის“ და მის უმსხვილეს სპონსორს მაიკროსოფტს უჩვის და მათ საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშულებს. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში, გავლენიანი გამოცემა მოითხოვს აღნიშნულმა კომპანიებმა ჩატ ბოტების საშუალებით ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ათვისებისთვის, ნიუ იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული სტატიების გამოყენება შეწყვიტონ, რომლებიც საავტორო უფლებებით არის დაცული
