ტუსკი უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება. ამის შესახებ თავად დონალდ ტუსკმა განაცხადა, თუმცა კიევში ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია. განცხადება ტუსკმა, უკრაინის საზღვარზე, პოლონელი გადამზიდავების პროტესტის შესახებ, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის შემდეგ გააკეთა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მძღოლებს მოუწოდა არ გადაკეტონ გასასვლელები „ომის გამო“ და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა პოლონელი გადამზიდავების ცხოვრება გაამარტივოს
