სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
თელავსა და მიმდებარე სოფლებში იქ, სადაც ძლიერმა ქარმა კორპუსებს და საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გვიანობამდე მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყო როგორც მერიის ყველა შესაბამისი სამსახური, ისე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ვითარებას ადგილზე გაეცნო თელავის მერი. რომლის განცხადებითაც, სტიქიის დამთვლელი კომისიის მიერ ზარალის აღწერის შემდეგ, განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაუყოვნებლივ დაიწყება
