რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება
რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და საქმეს მოწმეთა ჩვენებები, ჩხრეკის ოქმები და ნივთიერი მტკიცებულებები დაერთო.
