ხმაური იყო დღეს თელავის საკრებულოს სხდომაზეც, სადაც ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ
ხმაური იყო დღეს თელავის საკრებულოს სხდომაზეც, სადაც ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ. „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ლევან კოჭლოშვილმა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.
