შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას „ნასამსისა“ და „ჰაიმარსის“ სისტემებისთვის, საარტილერიო ჭურვებს, „სტინგერის“ საზენიტო და „ტოუვის“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე, „ჯაველინისა“ და „ეი-თი 4-ის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, საბრძოლო მასალებსა და აღჭურვილობას.
