ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია, წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.