საახალწლო ღონისძიებები ასპინძაში
ასპინძაში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა დახვდებათ. სანტას სახელოსნოში პატარებს საახალწლო სათამაშოების გაკეთება შეუძლიათ, შეხვდებიან თოვლის ბაბუას და მიიღებენ საჩუქრებს. დღის ბოლოს კი გაიმართება კონცერტი.
