უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი
ავსტრიაში, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შესაძლოა 6-დან 11 წლამდე გაგრძელდეს. ინფორმაციას აუკრაინული მედია ავრცელებს. „გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები კონკრეტული დაპირებაა, რომ ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის მუდმივი წევრი, თუმცა ამისთვის აუცილებელია რეფორმების დასრულება. 2016 წლიდან უკრაინამ მიიღო ევროკავშირის კანონების 70%, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი,“ - აღნიშნა ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
