იემენელი ჰუსიტების თავდასხმა სატვირთო ხომალდებზე
იემენელი ჰუსიტები, წითელ ზღვაში სატვირთო ხომალდებზე თავდასხმას განაგრძობენ. გასამხედროებული დაჯგუფების პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ მათ სარაკეტო დარტყმა მიიტანეს „ხმელთაშუა ზღვის გადამზიდავი კომპანიის“ კუთვნილ საერთაშორისო კომერციულ სატვირთო გემზე და ასევე დრონებით თავდასხმა სცადეს ისრაელზე. იემენელი ჰუსიტების შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის პორტებისკენ მიმავალი ნებისმიერი ხომალდი მათი სამიზნე იქნება იქამდე, ვიდრე ისრაელის არმია ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტს. ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის, თქმით, ჰუსიტები წითელ ზღვაში თავდასხმებს ირანის მხარდაჭერით აწყობენ.
