ხმაური ოზურგეთის საკრებულოში
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ისევ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ამჯერად მიზეზი 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცება გახდა. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ბიუჯეტის პროექტი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეა მორგებული. მათ სხდომა ტრაფიციულად მალევე დატოვეს. უმრავლესობის შეფასებით კი ოპოზიციის ყოველი ნაბიჯი პროვოკაციული და დესტრუქციულია. ოზურგეთის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
