ბრიფინგი საკრებულოში
თბილისის საკრებულოში, პარტია „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 2 მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ამ ადგილზე ცათამჯენების მშენებლობა უსაფრთხოების, ეკოლოგიისა და სატრანსპორტო კუთხით მაღალი რისკის შემცველია. საპასუხოდ, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ პროექტის მშენებლობისთვის ყველა დოკუმენტაცია კანონის სრული დაცვით არის წარმოდგენილი და ბრალდებები უსაფუძვლოა.
