გიორგი ზარია ყაზახეთის „ქაირათში“
ქართველი ფეხბურთელი გიორგი ზარია კარიერას ყაზახეთის „ქაირათში“ განაგრძობს. 26 წლის ნახევარმცველმა ალმათის კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ზარია „დინამო ბათუმში“ თამაშობდა და ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე მხოლოდ 1 მატჩია.
