გელაშვილის სადებიუტო გოლი „სპეციაში“
ივა გელაშვილმა იტალიის საფეხბურთო კლუბ „სპეციის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. სერია ბეს მე-19 ტურში გელაშვილი და მისი თანაგუნდელები საკუთარ სტადიონზე „მოდენასთან“ ანგარიშით 0:1 აგებდნენ. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი 22 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ანგარიში გაათანაბრა. მიმდინარე სეზონში გელაშვილმა „სპეციის“ რიგებში ხუთჯერ სერია ბე-ში, ერთხელ კი იტალიის თასზე ითამაშა.
