მოლაპარაკება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე
ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა სანქტ-პეტერბურგში სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „დსთ-ს არაოფიციალურ სამიტზე სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის არაფორმალური კონტაქტი შედგა. მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში გაიმართა“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი განაცხადა, რომ ბაქო და ერევანი მზად არიან, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება დაასრულონ.
