თურქეთის პოზიცია შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე
თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. კომიტეტის თანხმობის შემდეგ საკითხს სესიაზე განიხილავენ. შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა უბრალო უმრავლესობა სჭირდება.
