თეა წულუკიანი სეფიეთის ტაძრის მდგომარეობას გაეცნო
თეა წულუკიანი, სეფიეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში იმყოფებოდა. მინისტრი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკის მდგომარეობას გაეცნო. 2021 წელს ტაძრის სახურავი შეკეთდა. იმსჯელეს დარჩენილი პრობლემების მოგვარებაზე. ტაძარს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.