ნდობის ჯგუფის სხდომა
პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ახობაძემ და კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტერორისტული ორგანიზაციებიდან მომდინარე საფრთხეებზე და 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებსა და საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს.
