მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა
ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ ხელშეკრულება გაფორმდა. 2024 წელს პაციენტები 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. თითოეული პაციენტი ჯანდაცვის სამინისტროსგან მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს. სამინისტრო მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს.
