ელჩების კონფერენცია 2023
კანდიდატის სტატუსით ევროპის სრულფასოვანი წევრობისკენ! ელჩების ტრადიციული კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის მთავარი მიღწევის აღნიშვნით დაიწყო. ხელისუფლება, დიპლომატები, ეკლესია და პარტნიორების მიმართვა ბრიუსელიდან- განცხადებები უმთავრესად, გაწეულ სამუშაოებს და სამომავლო გეგმას ეხებოდა. კანდიდატის სტატუსი „საჩუქარი არ არის, ეს შრომის შედეგია“,- ასეთია ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის გზავნილი. 2024 წლის მთავარი პრიორიტეტი- ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და ამისთვის მხარდაჭერის მობილიზებაა. შესაბამისია, მთავრობის მიერ გაცემული დავალება ელჩებისთვის.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
